logo
ENG



შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

13 სექ 202222:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/ay9kgdhe3it0r4l.jpg

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ცნობილია, რომ საუბარი 90-წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იყო.

სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "შოლცმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავალი იპოვოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაზე იქნება დაფუძნებული".

შოლცმა განუცხადა პუტინს, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ანექსიონისტური ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება და არც ერთ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული.

შოლცმა ასევე მოსთხოვა პუტინს, "ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კერძოდ, ჟენევის კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად მოექცეს და უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა".

ამასთან, გერმანიის მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოუწოდა პუტინს, განაგრძოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების სრულად განხორციელება.


close დახურვა