შრი-ლანკა უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი დაქირავებული მებრძოლებისთვის რუსეთისგან კომპენსაციას ითხოვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებისთვის ანაზღაურების საკითხი მოსკოვში შრი-ლანკას დელეგაციის ვიზიტის დროს დაისვა.
შრი-ლანკის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ფოინს შეხვდნენ. მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო ომში 17 დაღუპული და დაჭრილი მებრძოლების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას, დაქირავებულთა ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტასა და ანაზღაურების გადახდას. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაჭრილთა რაოდენობა არ არის მითითებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის დეტალებზე არაფერი უთქვამს.
მანამდე შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბევრი შრი-ლანკელი ომში მოტყუებით წაიყვანეს. რუსული მხარე, დაქირავებულებს მაღალ ხელფასს, უკანა ხაზზე მუშაობასა და მოქალაქეობას დაჰპირდა.