შრი-ლანკაში სპილოების მსვლელობა მოეწყო. კოლომბოში აღლუმზე დასასწრებად ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. წელს ცერემონიაში მონაწილეობა 12-მა სპილომ მიიღო.
მსვლელობა ბუდისტურ დღესასწაულს უკავშირდება. სპილოებს ბუდისტი ბერები დილიდან ამზადებენ, საგანგებოდ რთავენ და ბუდისტურ ტაძართან კრებენ, საიდანაც მსვლელობა იწყება. ცხოველებთან ერთად სამ-კილომეტრნახევრიან გზას თავად ბუდისტი ბერები, მუსიკოსები და მოცეკვავეები გადიან.