logo
ENG



შრომის ინსპექციამ, რეკომენდაციების კრიტიკულად დარღვევის გამო, სანსეტ ბათუმი დალუქა

22 აგვ 202115:57
3 წუთის საკითხავი
 

შრომის ინსპექციამ რესტორანი სანსეტ ბათუმი დალუქა. 

უწყების ცნობით, ადგილზე მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი და არ იყო დაცული კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. 

"ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეყსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო". - აცხადებს უწყება. 

სანსეტი ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ დალუქული მესამე ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.


close დახურვა