logo
ENG



შს მინისტრი გომელაური და მისი მოადგილეები ზუგდიდში ჩავიდნენ

25 ოქტ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გომელაურთან ერთად არიან ასევე მისი მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე. 

შენობაში შევიდა დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ გალდავა, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს მოელაპარაკა. 

შეხვედრაც, სავარაუდოდ, 21 ოქტომბრის სეპცოპერაციას უკავშირდება. 

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.

უცნობია მისი ვინაობა, ასევე უცნობია, დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია. შსს აცხადებს, რომ მისი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა