logo
ENG



შს მინისტრის მოადგილე: ყველა მძევალი თავისუფალია

22 ოქტ 202004:45
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ფორმულასთან ადასტურებს, რომ თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გაქცეულია. დაუდგენელია, რა მიმართულებით მოახერხა თავდამსხმელმა გაქცევა. 

თავდამსხმელს პოლიციის მანქანაში მძევლად სამი პირი ჰყავდა აყვანილი, ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა, თან კი საინკასაციო მანქანით მიტანილი ფული მიჰქონდა. 

სწორედ ფულის მიღების მიზნით დაესხა თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს თავს. მან მძევლად 19 პირი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარის მიტანა მოსთხოვა. 


close დახურვა