logo
ENG



შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 1 ადამიანი დააკავა - ჯამში დაკავებულია 45

10 ოქტ 202509:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/10/2hm704qnjvziecy.jpg

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ჯამში 45 ადამიანია დაკავებული. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - აცხადებს შსს.


close დახურვა