logo
ENG



შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც 7 ივლისს 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

09 ივლ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 

შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც 7 ივლისს 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.

დაკავებულია 2004 წელს დაბადებული გ.ბ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2 პირს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 9- დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა