logo
ENG



შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც ქობულეთში სხვა ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა

14 აგვ 202211:53
3 წუთის საკითხავი
clock 765

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ქობულეთში 2001 წელს დაბადებული პირი დაჭრა და მიიმალა. 

დაჭრილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. 

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ლ.ი. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება და გამოძიებაც შესაბამისი - სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 


close დახურვა