logo
ENG



შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ქობულეთში კაცი სანადირო თოფით მოკლა

17 ივლ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/17/upc2gg2m0v3d0ni.png

შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ქობულეთში დააკავა 1976 წელს დაბადებული ა.გ, რომელმაც 16 ივლისს სანადირო თოფით 1986 წელს დაბადებული კაცი სასიკვდილოდ დაჭრა. 

დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობაში ედება. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა