logo
ENG



შსს-მ დალუქა კლუბი, რომელიც დაწესებულ აკრძალვებს არ ემორჩილებოდა

12 დეკ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/xcvdca1xg0umfpz.jpg

შსს აცხადებს, რომ კლუბს, რომელიც დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობას მაინც აგრძელებდა, საქმიანობა შეუჩერა. 

უწყების ცნობით, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბი ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით იყო შენიღბული. 

შსს აცხადებს, რომ კომპანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შეუსრულებლობისთვის შრომის ინსპექციამ ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა.

"ინ და ჰაუსი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ინ და ჰაუსის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,ინ და ჰაუსში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს". - აცხადებს უწყება. 

თავად და ჰაუს რეკორდსის წარმომადგენლები პირველი დაჯარიმების შემდეგ აცხადებდნენ, რომ შპს რეგისტრირებულია, როგორც ხმის ჩამწერი სტუდია, შესაბამისად, ისინი სტუდიაში ხმას წერდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ პარალელურად რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა, შრომის ინსპექციამ ის ღამის კლუბად მიიჩნია. მათივე განცხადებით, როგორც ცხელ ხაზზე - 114, ისე ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ თუ ზოგად წესებს დაიცავდნენ, მუშაობის უფლება ჰქონდათ, თუმცა, მაინც დააჯარიმეს. 

საქართველოში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. აკრძალულია კაფე-ბარების და კლუბების მუშაობა, ასევე, 21:00 საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. 


close დახურვა