logo
ENG



შსს-მ თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა

07 დეკ 201913:38
3 წუთის საკითხავი
 
8egc21cfxds4bea.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა და ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ.


close დახურვა