logo
ENG



შსს-მ იმერეთში არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით კაცი დააკავა

19 დეკ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/19/cs9d02lg30zv9xj.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. დააკავა.

მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.

არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა