logo
ENG



შსს-მ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 ოქტ 202320:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/s73izbc83jhut27.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 18 მუხლით დაიწყო. 

ეს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია უცხოეთის 4 მოქალაქე. 

დღეს, 19 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან ისრაელის დროშა ძირს აგდია და მას ფეხით თელავენ. 


close დახურვა