logo
ENG



შსს-მ კარანტინში იძულებით კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

16 მარ 202008:45
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარანტინში იძულებით კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები საპარულო პოლიციის თანამშრომლებმა მცხეთაში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში  მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა