შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 80 წლის ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, კლინიკის დირექტორის მკვლელობა სცადა.
კერძოდ: განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1942 წელს დაბადებული თ.ბ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი, 1972 წელს დაბადებული გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.