logo
ENG



შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 ადამიანი დააკავა

19 ივნ 202412:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/vp5my40u7bbokwf.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 ადამიანი დააკავა, რომელთა შორის 15 ნარკორეალიზატორია.

ცნობილია, რომ დაკავებულ ადამიანებს შორის როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შსს-ის ცნობით, პოლიციელებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მორფინი, მეტადონი, მარიხუანა და ა.შ. ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 20 წლამდე ვადით ემუქრებათ.


close დახურვა