logo
ENG



შსს-მ პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო

01 მაი 202422:20
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები დაშლა დაიწყო. ისინი ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებენ. მოგვიანებით გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. 

უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

close დახურვა