logo
ENG



შსს-მ სტატუსის გამო გამოძიება დაიწყო

01 მარ 202222:14
3 წუთის საკითხავი
 
შსს-მ სტატუსის გამო გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში სტატუსის გამო გამოძიება დაიწყო. 

უწყებაში ამტკიცებენ, რომ 1989 წელს დაბადებულმა პირმა მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა