შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე 4 ადამიანი დააკავა და 1-ს ბრალი წარუდგინა.
ფორმულას ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულია თითო-თითო პირი.
უწყების ცნობით:
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ იმედის ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია ფორმულას ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ბრალდებულმა - 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კიდევ ერთ პირს - ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე წარედგინა. რომელიც 8 ივლისს დაკავდა, ორგანიზაცია სირცხვილიას ოფისში, ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტისა და ოპერატორსთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2 (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 156-ის მე -2 ნაწილის "ა" (დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მიმდინარეობს.