logo
ENG



შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 
შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში უწყების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათი ცნობით, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა:

  • 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 3 შემთხვევა კი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;
  • კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც;
  • 1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;
  • 2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.

"შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნავენ შსს-ში.

საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.


close დახურვა