logo
ENG



შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

30 იან 202413:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/zeb3hqkcrglmge6.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა.

მანამდე თანამდებობას გიორგი ოსაძე იკავებდა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

შსს-ს ცნობით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.


close დახურვა