logo
ENG



შსს-ს განცხადებიდან მალევე, სპეცრაზმის მობილიზება თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე შეინიშნება

15 ნოე 202113:00
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ს განცხადებიდან, რომ ენმ-ს აქციაზე საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალებს გამოიყენებენ, მალევე, სპეზრაზმის მობილიზება უკვე დაიწყო თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილი ენმ-ს აქციის შესახებ, რომლის შედეგად მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმება, წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში შსს პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან.

მელიას თქმით, ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გადაკეტავენ.


close დახურვა