logo
ENG



შსს-ს მტკიცებით, ცესკოსთან აქციაზე მათ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ

08 ნოე 202022:49
3 წუთის საკითხავი
 
r37an3hozzb513k.png

შსს-ს მტკიცებით, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციას არ გამოუყენებია ცრემლსადენი გაზი. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაზზე გავრცელებულ ინფორმაციას, სს მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ "დეზინფორმაცია" უწოდა.

ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაცია ადგილზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს, მას შემდეგ, რაც მათ იგრძნეს მისი მოქმედება. 

მანამდე პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა აქციის მონაწილეები. 

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. თვითმხილველების ცნობით, სამართალდამცველებმა გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. 


close დახურვა