logo
ENG



შსს-ს უმოქმედობის ფონზე კუჭავა პოლიციას მხარდაჭერას უცხადებს და ძალადობას გმობს

05 ივლ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 
შსს-ს უმოქმედობის ფონზე კუჭავა პოლიციას მხარდაჭერას უცხადებს და ძალადობას გმობს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძალადობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის ფონზე პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებს.

ის აქვე ამბობს, რომ მედიაზე ძალადობა დაუშვებელია.

"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!

ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!" - წერს კუჭავა.

რუსთაველის გამზირზე დილიდან არიან ჰომოფობები და მოძალადეები, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რამდენიმე სასტიკადაა ნაცემი. მათ სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრაც.


close დახურვა