შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.
შსს-ს ცნობით ბრალდებულმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
მან გარდაცვლილ, 1991 წელს დაბადებულ ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მას 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.