logo
ENG



შსს: 10 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

31 ოქტ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"უსაფრთხო საარჩევნო გარემოს მიზნით შექმინილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შსს-ში ასევე შექმნილია ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო", - განაცხადა მან ბრიფინგზე.


close დახურვა