logo
ENG



შსს: Bauhaus Bar-დან დაკარგული ქალის ცხედარი მტკვარში ვიპოვეთ

17 აგვ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
cp7rl7oqucst18z.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაშველებმა Bauhaus Bar-დან დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. იგი მტკვარიდან დღეს, 17 აგვისტოს ამოასვენეს. 

შსს-ს განცხადებით, ბარის თანამშრომლების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე შევიდა. საქმეზე უკვე გამოკითხეს  ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები.

უწყების ცნობითვე, ამ დრომდე გრძელდება დაკარგულ ახალგაზრდა კაცის ძიების სამუშაოები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა