შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ადმინისტრაციული წესით 21 პირი დააკავეს.
მათ შორის არიან აქტივისტები და მელიას მხარდამჭერები. ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.