logo
ENG



შსს: ავერსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დავაკავეთ

29 ნოე 202021:34
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/29/agt27ht7154r6tc.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აფთიაქ ავერსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ავერსში ორი პირი (ერთი არასრულწლოვანი) შევიდა, მათ კონკრეტული წამალი უნდოდათ, რომელიც რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, უარის შემდეგ კი აფთიაქის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღი აჩვენეს. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვლადიმერ წითლაურის განცხადებით, სავარაუდო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

"ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით.

სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული, ერთია არასრულწლოვანი", - განაცხადა მან.


close დახურვა