logo
ENG



შსს: ბოლნისში ადგილობრივებმა პოლიციას ენმ-ს წევრის დაკავების საშუალება არ მისცეს

03 ოქტ 202022:33
3 წუთის საკითხავი
 
pk6d3evvq6dcv2a.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის წევრის, რაუფ იუსუფოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

"მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბოლნისის სოფელ ნახიდურში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, არიფ იუსუფოვის პოლიციაში გადაყვანა სცადეს. 

იუსუფოვის თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მის დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა, მან უარი თქვა, პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასულიყო. 

საქმე, როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება - დაახლოებით 1 კვირის წინ ჩაიხანაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი და არიფ იუსუფოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ძალადობასა და თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 


close დახურვა