logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინდა

19 აპრ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 
sunu0v8guzhkuvp.jpg

ბოლო 24 საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 71 მოქალაქე.

"პოლიციამ, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე დააჯარიმეს სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 91 პირი დააჯარიმეს",-წერია შსს-ს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


close დახურვა