ბორჯომში სტუმრად მყოფი კაცი მასპინძელმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 55 წელს გადაცილებული კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - ის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული პირი.
„ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.