შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.მ-მა 2010 წელს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მასზე ძებნა 2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა.