logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, დიღომში სკვერში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

04 ივნ 202618:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/04/qg29h4hsb1qmgav.jpg

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

 

 

 


close დახურვა