შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული პირი, რომელმაც გუშინ, 16 მარტს გორში ადამიანი დაჭრა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.