logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მიწისქვეშა ავტოსადგომზე 6 მანქანა გაქურდა და მიიმალა

04 ოქტ 202312:52
3 წუთის საკითხავი
clock 4558
2023/10/04/p0tw5k46u325kbi.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს. კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულმა 2 ოქტომბერს, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კაცი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.


close დახურვა