logo
ENG



შსს: დავაკავეთ კლუბის თანამშრომელი, რომელმაც ტურისტს ლუდისთვის ბევრად მეტი გადაახდევინა

17 იან 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock 1049
შსს: დავაკავეთ კლუბის თანამშრომელი, რომელმაც ტურისტს ლუდისთვის ბევრად მეტი გადაახდევინა

შსს-ის განცხადებით, დააკავეს კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ, რომელმაც ტურისტს ლუდისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გადაახდევინა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 1994 წელს დაბადებული მ.ო. აიძულა, შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაეხადა. 

"საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას". - აცხადებს შსს. 


close დახურვა