შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა TV პირველის ორ ოპერატორს მიკროფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.