logo
ENG



შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც ლიბრედან 162 ლარის სიგარეტი მოიპარეს

28 იან 202109:51
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც ლიბრედან 162 ლარის სიგარეტი მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 15 იანვარს რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ ლიბრედან 162 ლარის სიგარეტი მოიპარეს, ერთერთმა კი კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათი ცნობით, მძარცველებმა კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარებს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა