logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა

28 დეკ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/28/1birabiih35ywo9.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა. თაღლითობის შესახებ გამოძიება შაბათის ფორმულამ ჩაატარა, რის შემდეგაც შსს-მ საქმე აღძრა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა Telegram-ში შექმნა ჯგუფი სახელწოდებით - MODGOVGE INFO და დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. მათივე განცხადებით, დაკავებული მოქალაქეებს ერთერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს​ - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამის შესახებ შაბათის ფორმულას სიუჟეტი ეთერში 29 ნოემბერს გავიდა.


close დახურვა