შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელმაც გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა.
მათი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.