logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში ორი ძმა დაჭრა

06 სექ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 2001 და 2003 წელს დაბადებულ პირვებს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის რამდენიმე საათში დააკავეს. უწყების ცნობით, დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა