logo
ENG



შსს: დაკავებულია ორი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია 1 000 აბი სუბოტექსი

07 სექ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 
aztvb5no84fda1j.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობისას  თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ დადების მეთოდით გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა