logo
ENG



შსს: ზუგდიდში კაცი მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ხანძარი გააჩინეს

17 იან 202111:20
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1998 წელს დაბადებულმა რ.პ-მ 1983 წელს დაბადებულ კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა და მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა