logo
ENG



შსს: თბილისსა და რეგიონებში უკანონო საბრძოლო მასალა ამოვიღეთ - დავაკავეთ 14 ადამიანი

28 დეკ 202312:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/28/jp8gqxv8fjhqbss.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 ადამიანი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია რამდენიმე ვაზნა ვაზნა,  პისტოლეტი, მჭიდი, ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, აბრეზი და ხელყუმბარა. მათივე განცხადებით, დაკავებულებს შორის რამდენიმე წარსულში ნასამართლევია. 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა