logo
ENG



შსს: თბილისში პირმა ოჯახის ახლობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

17 ივნ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 
kab5su7sutny9rj.png

თბილისში მკვლელობა მოხდა - პაატა ჯანელიძის ქუჩაზე პირმა ოჯახის ახლობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრალდებული  განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა