შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი კაცი დედას თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას და მუქარას გულისხმობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.