logo
ENG



შსს: ლაგუნასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დავაკავეთ

03 აპრ 202223:46
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ლაგუნასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მოკლეს 2 და დაჭრეს 4 პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის "ა" პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, განზრახ მკვლელობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი გუშინ, 2 აპრილს მოკლეს.

დროებამ მკვლელობის დეტალები გაარკვია. ფორმულას ინფორმაციით, ვერაზე მოკლული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების ხელისუფლების, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულიაა. საქმეში ფიგურირებს დაჯგუფება ტყის ძმების ყოფილი ლიდერი დათო შენგელია, თუმცა ის ამ საქმეში მონაწილეობას უარყოფს.


close დახურვა