logo
ENG



შსს: მარნეულში 6 ადამიანი დავაკავეთ

29 აპრ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/29/hl7k3z6gp4bgfg8.jpg

მარნეულის მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით მოხდა. 

მერიასთან აქცია გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერად მიმდინარეობდა. როგორც სიმონ მუმლაძე ამბობს, ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქტივისტები ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სამსახურში აღადგინონ სიმონ მუმლაძე.

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. 


close დახურვა